08, ნოემბერი 2019 16:59:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების შესწავლას იწყებს. ლორთქიფანიძის მტკიცებით, მხატვრული ფილმი პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს, ამიტომ კინოჩვენება იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე საგამოძიებო უწყებები არ შეისწავლიან. „მიმდინარეობს განცხადებაში მიმდინარე გარემოებების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგი.