08, ნოემბერი 2019 19:09:00
კინოთეატრ „ამირანთან“ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. „ამირანთან“, სადაც ერთ საათში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ასეული მონაწილეა შეკრებილი. ისინი „ამირანში“ შესვლას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ. პოლიცია მათ სიმშვიდისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით კინოთეატრთან რჩებიან.
„ამირანთან“ პერიოდულად ისმის შეძახილები: „სირცვილია“.
აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე ისროლეს პიროტექნიკაც.
„ამირანთან“ იმყოფებიან სასულიერო პირების ნაწილიც.