11, ნოემბერი 2019 17:39:00
ქობულეთში ქრთამის აღების ფაქტზე 3 დაკავებულს პატიმრობა, ერთს კი გირაო შეეფარდა. ეს უკანასკნელი 30 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ავთანდილ ნემსიწვერიძის ასაკი, ჯანმრთელობისა და ოჯახის მდგომარეობა გაითვალისწინა.დაკავებულებს ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებას ედავება. ისინი სოფლების საჩინოს, ქაქუთისა და ხალას რწმუნებულები იყვნენ და ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ინსპექტირება ევალებოდათ.გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა კომპანიებისგან ქრთამის სახით 500-დან 1000 ლარამდე აიღეს და უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე რეაგირება არ მოახდინეს. მიმდინარეობს გამოძიება.