11, ნოემბერი 2019 17:56:00
საგზაო მოძრაობისას კანონდარღვევებზე სანქციები მკაცრდება. სიმთვრალისთვის 1 წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევქაში მძღოლს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. ეს ვადა კი 3 დან 15 დღემდე განისაზღვრება, მძღოლს კი მართვის უფლება 1-დან 2 წლამდე ვადით ჩამოერთმევა. იზრდება ჯარიმები მობილურის გამოყენებისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვისც. ცალკე სამართალდარღვევად განისაზღვრა ავარიის შემდეგ სატრანსპორტო საშუალების მიტოვება. ჯარიმები იმატებს ქვეითად მოსიარულეების მიერ მოძრაობის წესების დარღვევისთვისაც. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებისთვის ქულის დაკლებას, ახალი პროექტით კი ეს სანქციაც შემოვა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს ახლო მომავალში განსახილველად წარედგინება.