11, ნოემბერი 2019 18:09:00
ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. 69 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში ფერიის სასაფლაოზე 2013 წლის გათხრების შედეგად იქნა აღმოჩენილი. სამხედრო მოსამსახურეები ქალაქში 1918-20 წლებში იმყოფებოდნენ. მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მსოფლიო მასშტაბით ნოემბრის პირველ კვირაში აღნიშნება.