12, ნოემბერი 2019 18:35:00
ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ ერთ-ერთ პაციენტს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მედიკოსების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება. კიდევ 2 დაშავებული, რომლებიც ქედის მუნიციპალური საავადმყოფოდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს, ახლა ინტენსიური დაკვირვების ქვეშ რჩებიან. ბინაზე 6 პაციენტი გაწერეს. შეგახსენებთ, ქედაში შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ავტობუსის ამოტრიალების შედეგად 15-მდე მგზავრი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.