12, ნოემბერი 2019 18:24:00
ბათუმის გინესის რეკორდის დამყარების შესაძლებლობა აქვს. მერიას 4-კილომეტრიანი სუფრის გაშლას სთავაზობენ. იდეა გიორგი დოლიძეს უკუთვნის, რომელის პროექტის – “შენი იდეა ბათუმს” გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება. ავტორის თქმით, ბათუმში მსოფლიო რეკორდის დამყარების შემთხვევაში გაიზრდება ინტერესი აჭარის რეგიონის მიმართ,ამასთან, რეგიონი აღმოჩნდება მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ. მისივე თქმით, 4-კილომეტრიანი სუფრის გაშლის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ რესტორნები და კაფე-ბარები,ეს ყველაფერი კი ბათუმობის კვირეულის ფარგლებში დაიგეგმება.