12, ნოემბერი 2019 19:10:00
უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
მიკროავტობუსი გარეგანათების ბოძს შეეჯახა, რომლის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი მგზავრი დაშავდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.