01, მაისი 2017 20:10:00
რატომ არ არიან 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების საქმეზე დაკითხულ 300 მოწმეს შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები? ადვოკატ თენგიზ კახიძე საგამოძიებო ორგანოების მიმართ კითხვები აქვს. ადვოკატის განმარტებით, 14 ტომისგან შემდგარ საქმეში დევს აჭარის უმაღლესი საბჭოს ოთხი დეპუტატის: ვლადიმერ მგალობლიშვილის, მერაბ კარანაძის, ილია ვერძაძის და ირაკლი ჭეიშვილის დაკითხვის ოქმები. გამოძიებას კი ამ დრომდე არ დაუკითხავს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრში აქციის დაწყებიდან დასრულებამდე იმყოფებოდნენ. კახიძის მტკიცებით, ცალმხრივი დაკითხვის შედეგად აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე სრული სურათი ვერ შეიქმნება. ადვოკატი საგამოძიებო უწყებებისგან საქმეზე ოპოზიციონერი დეპუტატების დაკითხვას ითხოვს. თავის მხრივ საქმეზე დაკითხვას ელოდებიან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".