12, ნოემბერი 2019 22:18:00
სოფელ დღვანში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართული სრულად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძროს მანქანა. TV25.GE-ს სოფლის მცხოვრებლები უყვებიან, რომ შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომელბმაც გამოსვლა მოასწრეს. ცეცხლი სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მავთულებს გაუჩნდა.
როგორც შუახევის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, სოფელში მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან და ისინი ვითარებას ადგილზე სწავლობენ. ამ ეტაპზე უცნობია რა სახის დახმარებას გაუწევენ ოჯახს.
მასალა განახლებადია