12, ნოემბერი 2019 22:33:00
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, უსახსრობის გამო ოჯახი მიცვალებულს ვერ კრძალავს.
"სოფელ ლიხაურში, რუსიეშვილების ოჯახს დიდი ხანია, უჭირს. ახლა კიდევ უფრო დაუმძიმდათ მდგომარეობა, რადგან 4 თვის წინ დედა დაასაფლავეს და რამდენიმე დღის წინ კი მამიდა გარდაეცვალათ, რომელსაც თანხის უქონლობის გამო, ვერ ასაფლავებენ. კეთილი ადამიანების დახმარებით, მცირე თანხას მოუყარეს თავი მეზობლებმა",- წერს სოციალურ ქსელში ოგრანიზაცია HELPING HANDS-ის წარმომადგენელი შორენა მოსიძე.
გარდაცვლილის მეზობლების თქმით, სოფელი უკვე რამდენიმე დღეა საჭირო თანხას აგროვებს. "ოჯახს ძალიან უჭირს, იმისთვის, რომ პურის ფული იშოვონ ტყეში ტოტებს აგროვებენ და იმას ყიდიან. ვთხოვთ ყველას, რა საშუალებაც გაქვთ, დაეხმარეთ ოჯახს. ამ ეტაპზე კი გვჭირდება თანხა დაკრძალვისთვის", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
წყარო: report.ge