13, ნოემბერი 2019 18:38:00
მთავარი არხის ინფორმაციით, დაუდგენელი მიზეზების გამო, არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო გაითიშა. მათი თქმით, ამის გამო ახალი ამბების გამოშვების ეთერში გაშვებას ვერ ახერხებენ.
,,ტექნიკური სამსახური ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას”- წერს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.