13, ნოემბერი 2019 20:12:00
ნარინჯისფერი რთველის სეზონი აქტიურ ფაზაშია და მეციტრუსე ფერმერები უკვე რეალიზაციის პრობლემებზე ალაპარაკდენ. პროდუქციის დაბალ ხარისხი და დაბალი ფასები, ეს ის თემებია - რომელზეც წუხს სოფლებში მცხოვრებლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ხელშეწყობას ელოდებიან.
ნანული მგელაძე ვარაუდობს, რომ ციტრუსის გაფუჭება უხარისხო წამალმა გამოიწვია. ყვება, რომ უსახსრობის გამო მაღალხარისხიანი მედიკამენტი ვერ შეიძინა. სწორედ ამას უკავშირებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეციტყრუსე ფერმერი მოსავლის შემცირებასაც.
ანზორ ლომინაძე კიდევ ერთი მეციტრუსე ფერმერია ხელვაჩაურიდან. ამბობს, რომ სურვილის მიუხედავად ციტრუსის შესაწამლი აპარატის შეძენა ბოლო 3 წლის განმვლობაში ვერ შეძლო. სწორედ ამას უკავშირებს ფერმერი მანდარინის დაბალ ხარისხს.
პროდუქციის დაბალ ხარისხზე საუბრობენ რეალიზორებიც. ბაზარზე მიტანილი მანდარინის ფასს კი საშუალოდ, 50-60 თეთრით განსაზღვრავენ.
წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 50-55 ათას ტონამდე იქნება. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, წელს ციტრუსი ისევ უკრაინის, ყირგიზეთის , ყაზახეთის, მოლდოვეთის, ბელარუსიის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიმართულებით გავა. დაინტეერსებულ ქვეყანათა ჩამონათვალშია პოლონეთი, ლატვია და გერმანია. კილოგრამი მანდარინის სავარაუდო ფასი წელს 50 – 60 თეთრია.
აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ერთი თვის წინ გაიხნა. ობიექტმა მოსავლის რეალიზაცია და სუბსიდირება უნდა უზრუნველყოს. შტაბი 1 თებერვლამდე იფუნქციონირებს.