13, ნოემბერი 2019 20:33:00
ბათუმში ხარიტონ ახვლედიანის დაბადებიდან 115-ე წლისთავი აღინიშნა. მისი მოღვაწეობა და ბიოგრაფია მისივე სახელობის მუზეუმში გაიხსენეს. ხარიტონ ახვლედიანი ორგანიზებას უწევდა სამეცნიერო ექსპედიციებს, რომლის შედეგადაც აღირიცხა და მუზეუმებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები და ხელნაწერები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები. ხარიტონ ახვლედიანის სახელი აჭარის სახელმწიფო მუზეუმს 2005 წელს მიენიჭა.