14, ნოემბერი 2019 18:29:00
აჭარაში ბავშვთა სკოლა-პანსიონების კვების ბლოკებში სავალალო მდგომარეობაა. შედეგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლის ფარგლებში გამოიკვეთა. ქვეყნის მასშტაბით, კრიტიკული შეუსაბამობების გამო 45 ბიზნესოპერატორი დაკარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ქვემო ქართლში, აჭარაში, გურიასა და სამცხე ჯავახეთში.ინსპექტირების ჯგუფებმა ინსპექტირება ოქტომბერსა და ნოემბერში განახორციელეს.