14, ნოემბერი 2019 20:20:00
სოციალურად დაუცველი ოჯახი ქობულეთიდან , რომელიც თავს მეზობლებს აფარებს. ცხოვრება ამორტიზებული ჭერის ქვეშ და საფრთხის შემცველ გარემოში. დაზიანებული სახურავი, ფანჯრები და იატაკი, სადაც ყოველი გაწვიმებისას წყალი დგას. ნოღაიდლების 7 წევრიანი ოჯახი უკიდურესად გაჭრვებულ მდგომარეობაში. პრობლემას ჯანრმთელობის მძიმე მდგომარეობა ემატება, წამლების შესაძენად კი ფული არ აქვთ. ამ ფონზე კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს.
ასეთ პირობებში ნოღაიდლები უკვე წლებია ცხოვრობენ. 7 წევრიან ოჯახს ღამის გათევა მეზობლებთან უწევს. შენობის სახურავი იმდენად ამორტიზებულია, რომ ყოველი გაწვიმებისას წყალი სახლში ჩადის. დაზიანებულია ფანჯრები და იატაკი. სახლში 4 მცირეწლოვანი ცხოვრობს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.
ამბობენ, რომ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. სახურავის შეკეთებას ვერც საკუთარი შესაძლებლობებით ახერხებენ.
ნოღაიდლების ყოველდღიურ გაუსაძლის ცხოვრებას ისიც ემატება, რომ ოჯახის ორ წევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მედიკამენტების შესაძენად კი თანხა არ აქვთ.
7 წევრიანი ოჯახის გასაჭირზე საუბრობენ მეზობლებიც. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ნოღაიდლების დახმარებისკენ მოუწოდებენ.
დაეხმარება თუ არა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს? ხელმძღვანელობამ სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადა. ჩვენ მხოლოდ სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე სახურავების გადახურვის პროგრამა მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს.