15, ნოემბერი 2019 09:57:00
ავარია, რომლის დროსაც მოსწავლე დაშავდა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. როგორც TV25.GE- ოჯახის ახლობელმა განუცხადა, მოზარდი 29 ოქტომბრიდან ქუთაისში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
ცნობისთვის, ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი მოსწავლე დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოსწავლეები ავტომობილით სოფლიდან ქალაქში მიდიოდნენ. მანქანაში, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამას ეკუთვნის ექვსი არასრულწლოვანი იჯდა.