15, ნოემბერი 2019 17:08:00
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი სამშაბათისთვის გადაიდო, ისინი დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლი, რომლითაც 4 პირი დააკავეს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის შენობასთან დღეს დილით, 4 პირი დააკავეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს და თანამშრომლებს შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს.