15, ნოემბერი 2019 17:31:00
ზვიად ძიძიგურის შემდეგ ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების“ კიდევ 5-მა წევრმა უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ ზვიად ძიძიგურის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მისი თქმით, “კონსერვატორები“ ყოველთვის იდგნენ გუნდის გვერდით, როცა ეს ქართულ ოცნებას სჭირდებოდა. გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 14-მა დეპუტატმა დატოვა.