15, ნოემბერი 2019 18:00:00
ბათუმის მერი საჯარო ბიბლიოთეკაში კონკურს ,,სიტყვის კონის“ მონაწილეებს შეხვდა. პროექტში ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების მე-7 - მე-12 კლასების 1 768 მოსწავლე მონაწილეობდა. დასკვნით ეტაპზე სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ლაშა კომახიძემ კი, კონკურსის მონაწილეებს საჩუქრად წიგნები გადასცა. კონკურსი ,,სიტყვის კონა“ ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აქტივობის მიზანია ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და განმარტებით ლექსიკონთან მუშაობის უნარების განვითარება.