15, ნოემბერი 2019 18:11:00
აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა სოფიო ანანიძემ, პროექტის მენეჯერმა ნარეშ ტელგუმ და „გოქსინ ინშაათის“ ტექნიკური ოფისის მენეჯერმა ჰაკან ჰიქილმაზმა „გოქსინ ინშაათის“ ოფისის სპეციალისტის თანამდებობაზე შშმ პირი ლეილა მენაღარიშვილი წარადგინეს. მათ ახალადდანიშნულს თავისი უფლება-მოვალეობა გააცნეს, შემდეგ კი ნარჩენების მართვის პოლიგონიზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს.
კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინ ლეილას სახლში ესტუმრნენ და სოციალური საკითხებზე ესაუბრნენ, მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
27 წლის ლეილა მენაღარიშვილი სოფელ მუხაესტატეში ცხოვრობს. იგი 2017-2018 წლებში ბათუმში კაფე „თავისუფალ სივრცეში“ მოლარედ მუშაობდა. ამ ეტაპზე კი სტუდენტია და ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ საოფისე საქმიანობის პროფესიას ეუფლება.