იმისდა მიუხედავად, რომ 21-ე საუკუნეა და ჩვენ საზოგადოება ადამიანები ვსაუბრობთ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, განვითარებაზე და ინოვაციურ აღმოჩენებზე შეიძლება ვთქვათ, რომ სამყაროში აღმოჩნდება ბევრი ისეთი წერტილი, სადაც საზოგადოება (უმეტესი ნაწილი) ჯერ კიდევ წარსულშია ჩარჩენილი და ვერ გაუაზრებიათ ის ფაქტი, რომ თურმე ქალსაც აქვს საკუთარი და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი რიგი უფლებები, მათთვის ქალის მხოლოდ დიასახლისობაათან ასოცირდება.
კი ბატონო, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ქალის როლი მართლაც დიდია ოჯახის მართვაში, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ქალის რიგი საოჯახო საქმეები დაუფასებელი რჩება. აუცილებელია ქალმა და კაცმა თანაბრად გადაინაწილონ და აიღონ პასუხისმგებლობა. ის ფაქტი, რომ ოჯახში მნიშვნელოვანი ფიგურაა ქალია არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია საკუთარი თავი დაიმკვიდრო სოციუმში და ჰქონდეს კარიერა, იზრუნოს საკუთარი თავის განვითარებაზე და შეძლოს თვითგანვითარება.
დღეს, აჭარაში არც ისე სახარბიელოდ გვაქვს მდგომარეობა, სამწუხაროდ ქალები მაინც განიცდიან სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციას. მაგალითად: აჭარაში გავრცელებულია მთავარი "ტრადიცია" რომ გოგონები აუცილებლად უნდა გათხოვდნე, სწორედ ამისათვის ჩნდებიან ისინი, თუმცა ეს ყველაზე მკაფიოდ გოგონას გარდატეხის ასაკში აქტიურად ვლინდება.
ამ დროს გესმის ფრაზები: რომ უკვე დიდიხარ? როდის თხოვდები? უნდა დაიწყო ფიქრი ოჯახის შექმნაზე! რომ საოჯახო საქმეები აუცილებლად უნდა იცოდე, რადგან როცა გათხოვდები არ შერცხვე ქმრის ოჯახში და მოსაწონი რძალი იყო! მსგავსი ტიპის ფრაზებს ხშირად გაიგებთ, რომელიც შესაძლოა, მივიჩნიოთ გოგონათა უფლებების დარღვევად.
სამწუხაროდ საზოგადოებას არ აქვს გააზრებული, რომ თუნდაც ამ შემთხვევაში გათხოვება არ არის გოგოს ვალდებულება და მას აქვს უფლება გადაწყვიტოს უნდა თუ არა, ან მზად არის თუ არა ოჯახის შესაქმნელად. აქვე აღსანიშნავია, რომ ქალთა და გოგონათა უფლებათა დარღვევა მხოლოდ მათი გათხოვების "იძულებით" კიარა არამედ სხვა ტიპის დარღვებებითაც ხდება.
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეშვიდე ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და ამ სტატისტიკას თუ რეგიონებზე გადავითვლით აჭარა ერთ-ერთი ლიდერია, ამ სავალალო სტატისტიკის მიხედვით.
საამაყოა ის ფაქტიც, რომ 1929 წლის იანვარში ფემბე ხოზრევანიძემ პირველად აიმაღლა ხმა და საჯაროდ დაწვა თავსაფარი, რაც შეგვიძლია გავშიფროთ რომ ამ შემთხვევაში თავსაფრის ტარება არა იძულებით არამედ სურვილისამებრ უნდა იყოს. ქალსაც შეუძლია აკეთოს ის რისი გაკეთებაც სურს და არავის არ აქვს უფლება ქალი ჩარჩოებში მოაქციოს!
[ხატია იაკობაძის ბლოგი] სტუდენტი