17, ნოემბერი 2019 17:20:00
ცოტა ხნის წინ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის დროს ორი მუშა დაშავდა. ჩვენი ინფორმაციით, სამუშაობის პროცესში გრუნტი ჩავარდა, რამაც დასაქმებულები ჩაიყოლა.
როგორც TV25.GE-ს რეპორტიორს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს ერთ დასაქმებულს ფეხი აქვს ამპუტირებული, ხოლო მეორეს ბარძაყის არეში აქვს მოტეხილობა. ისინი სხვადასხა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი პროცედურები უტარდებათ.