17, ნოემბერი 2019 18:48:00
თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან კაცის დედა და და.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უწყებაში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილია სამი პირი.
წყარო:1tv.ge