18, ნოემბერი 2019 16:46:00
"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ჩვენი დამფუძნებელი გიორგი რურუა ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დამნაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!
უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე"- წერს ნიკა გვარამია.