02, მაისი 2017 17:04:00
სამმხრივი მემორანდუმი დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. შეთანხმება „აჭარის დასაქმების სააგენტომ“, „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ და „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ დადეს, რომლის თანახმადაც, დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, კონდუქტორის პოზიციაზე დასაქმებული პირების პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად ტრენინგებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უზრუნველყოფს. მემორანდუმი ერთჯერადი ხასიათისაა.