19, ნოემბერი 2019 18:22:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსი განახლდა. მედიასაშუალების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შეჩერებული იყო მეოთხე კონკურსი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ კოხრეიძის სარჩელი უსამართლო იყო. ზოიძე თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო კონკურსის შესაჩერებლად, როგორც პოლიტიკური ინსტრუქმენტი გამოიყენეს. მას ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, შეიტანს თუ არა დოკუმენტებს მაუწყებლის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე. საბუთების მიღება დღეს და ხვალაა შესაძლებელი.