20, ნოემბერი 2019 11:44:00
ახლა კი გაგაცნობთ, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ტილოზე სხვადასხვა ისტორიას აცოცხლებს. 25 წლის სოფო ქამადაძის ბავშვობის ჰობი და ნამუშევრები, რომლებსაც სოციალური ქსელის მეშვეობით ყიდის. ახალგზარდა ხელოვანის პორტრეტი მაცნეში
სოფო ქამადაძემ ხატვა ჯერ კიდევ ბავშვობაში დამოუკიდებლად დაიწყო. ფიქრობს, რომ განსაკუთრებული ნიჭი არასოდეს გამოუვლენია და ისიც ისევე ხატავდა, როგორც სხვა დანარჩენი ბავშვები. შემოქმედებით ადამიანებს იმ შეგრძნებებს გადასცემს, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამბობს, რომ ხელოვნების დანიშნულებაც სწორედ ეს არის.
ეს ტილოზე შესრულებული პირველი ნახატია. ამბავი კი იმ წყვილის შესახებაა, რომელიც ხმაურიან ქალაქს ტოვებს და ერთმანეთის უკეთესად გასაცნობად კოსმოსში მიემგზავრება.
მხატვრობასთან ერთად დაინტერესებული იყო თიხაზე მუშაობით. აქსესურების კეთება კი 3 თვის წინ დაიწყო.
„სულნაკეთი“ - ამ სახელწოდებით სოფომ ნამუშევრების რეალიზაციისთვის ფეისბუქ გვერდიც შექმნა. ამზადებს შეკვეთებს მომხმარებლის სურვილისამებრ.
სოფო 22 წლისაა. ახალგაზრდას ოცნება პერსონალური გამოფენის მოწყობაა.