02, მაისი 2017 20:01:00
ბათუმის ბულვარში იაპონური ჯიშის წითელი ნეკერჩხალი, მაგნოლია, იაპონური და ჩინური კამელია, იაპონური ალუბალი, მიმოზა, გლიცინია-ჯამში 38 სახეობის ნარგავი დაირგვება. ნერგები ძველ და ახალ ბულვარში გადანაწილდება. ზღვისპირა პარკს მაისის ბოლომდე სულ ახალი ჯიშების 2ათას 500 ძირი მრავალწლოვანი ხე-მცენარე შეემატება. ნერგები "ბულვარის ადმინისტრაციამ" რამდენიმე დღის წინ შეისყიდა და მათ შესაძენად ჯამში 171 000 ლარი დაიხარჯა.