21, ნოემბერი 2019 17:29:00
გამოშვებას ვიწყებთ, სოციალურად დაუცველი ოჯახის გასაჭირით, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ემინაძეები მეწყერსაშიშ ზონაში არიან და მათ სიცოცხლეს საფრთე ყოევლდღიურად ემუქრება. მერიაში კი პრობლემაზე საუბარი არ სურთ.
ემინაძეები უკვე წლებია მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. ოჯახის წევრების თქმით, ყოველი გაწვიმებისას არსებობს რისკი, რომ რომელიმე მათგანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
ოჯახმა ქობულეთის მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართა და გეოლოგიური დასკვნაც წარუდგინა. დოკუმენტში დადასტურებულია, რომ ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. მცდელობის მიუხედავად როგორც თავად ამბობენ, არავინ დახმარებია. ემინაძეები ჩამოშლილი მიწის მასის თავიდან არიდებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
ქობულეთის მერიაში სატელეფონო კომენტარი არ გააკეთეს. აქ მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს. მუნიციპალიტეტის პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქის მიმართვას კომისია განიხილავს.