21, ნოემბერი 2019 17:43:00
ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოქალაქეების გარეშე, საკრებულოს ცარიელ დარბაზში. შეხვედრაზე მხოლოდ უმრავლესობის წევრები და მერიის სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. საკრებულოს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კი ამტკიცებს, რომ მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისმა სამსახურებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ბიუჯეტის საჯარო განხილვას არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.