02, მაისი 2017 20:11:00
ინცინდენტი ბათუმის # 6-ე საბავშვო ბაღში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დღეს ყოფილი გამგე მივიდა და მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მისცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბაღის ადმინისტრაციამ საპატრულო პოლიციაც გამოიძახა, თუმცა ლიანა თავაძისგან ჩვენება ვერ მიიღო და მხარეებმა ქალაქის 4-ე განყოფილება ყოველგვარი პირობის გარეშე დატოვეს. ლიანა თავაძის გაღიზიანება 6-ე ბაღში მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას მოყვა. ყოფილი გამგე აცხადებს,ქალაქის მერისგან პირობა ჰქონდა, ვიდრე მისი სასამრთლო დავები არ დასრულდებოდა, ახლი გამგე, ან მოვალეობის შემსრულებელი არ დაინიშნებოდა. გამგის მოვალოების შემსრულებელი - ირმა მეგრელიძე პოზიციაზე დღეს დაინიშნა. ამ დრომდე იგი ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობდა. საბავშვო ბაღების გაერთიანებაში კომენტარს არ აკეთებენ. ვიცე-მერმა კი პირად საუბარში აღნიშნა, რომ, თუ კი ლიანა თავაძე ირმა მეგრელიძეს მუშაობის საშუალებას ისევ არ მისცემს, სამართალდამცავ ორგანოს ისევ მიმართავენ. თავაძე ბაღიდან 2015 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო გაათავისუფლეს.