21, ნოემბერი 2019 20:31:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე მიღებული განაცხადების გადარჩევა დაიწყო. დღეს მრჩეველთა საბჭომ დირექტორობის კანდიდატებს მოუსმინა. საკუთარი კონცეფციები დავით ჩხარტიშვილმა, ფირუზ ბოლქვაძემ, შოთა ზოიძემ და ბაჩო გურაბანიძემ წარმოადგინეს. დირექტორობისთვის 10 კანდიდატი იბრძოდა, მათგან 7 აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. კონკურსს ნათია შავაძე გამოეთიშა, მას დოკუმენტაციაში მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი ცნობა არ წარუდგენია.ხვალ გიორგი კოხრეიძეს, ნათიაზოიძეს, მაია მერკვილაძეს, ლაშა ზარგინავასა და შოთა გუჯაბიძეს.აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტი ვაკანტური ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გახდა.