22, ნოემბერი 2019 17:16:00
ქედაში, დანდალო-ხარაულას საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტი და სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 32 ადამიანი იყო დასაქმებული. ღირებულებმა 560 ათას ლარს გადააჭარბა.