25, ნოემბერი 2019 18:11:00
სოციალურ ქსელში ბათუმელი მესამე კლასელის წერილი ვრცელდება, რომლითაც გეგა წიტაიშვილი სკოლის დირექტორს მიმართავს. ციტატა წერილიდან: „გთხოვთ გამათავისუფლოთ სასწავლო პროცესიდან, რადგან ძალიან მეზარება სწავლა და ეს საკითხი ოჯახში მუდმივად კონფლიქტის საგანია. მივდივარ სოფელში ბებიასთან, სადაც დილას, საღამოს, შუადღეს ჩემს ნებაზე ვიქნები. მშვიდობით სკოლავ!“