25, ნოემბერი 2019 12:54:00
გამოცემა Times Higher Education (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მე-17 ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. 2020 წლის მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში 92 ქვეყანა და თითქმის, 1400 უნივერსიტეტია. რანჟირება 13 ინდიკატორით ხდება, რომელიც შეგვიძლია ხუთ ძირითად მახასიათებლამდე დავიყვანოთ: სწავლება, კვლევა, კვლევის გავლენა, ინდუსტრიული სარგებლიანობა და საერთაშორისო მსოფლმხედველობა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ რეიტინგში 1001+ ადგილს იკავებს. ამავე პოზიციაზე იყო 2019 წელს. 2018 წელს რეიტინგში საქართველოს ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოხვდა. 2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც თსუ 801+ ადგილს იკავებდა, თუმცა მაშინ კვლევაში შედარებით ნაკლები რაოდენობის ქვეყნები მონაწილეობდნენ.
წლევანდელი შედეგების მიხედვით, თსუ-ში გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა 62:38, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა 2%-ია. 45.9 ქულითაა შეფასებული უნივერსიტეტის საერთაშორისო მსოფლმხედველობა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია და გასულ წელთან შედარებით, 1.3-ითაა გაუმჯობესებული. Times Higher Education დანარჩენ კრიტერიუმებში თსუ-ს ასე აფასებს:
სწავლება – 14, 7 (გასულ წელს იგივე მაჩვენებელი 15, 2-ის ტოლი იყო)
კვლევები – 9.4 (გასულ წელს 9)
ციტირება – 4.6
ინდუსტრიული შემოსავალი -34, 8