25, ნოემბერი 2019 18:19:00
ქობულეთის მერიაში ფიზიკური დაპირისპირება ერთი ადამიანის დაკავებით დასრულდა. საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა 166-ე მუხლით არის აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამტკიცებს, რომ მას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბონდო თედორაძის თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერები დედაქალაქში აქციაზე წასასვლელად იკრიბებოდნენ, როცა ადგილზე პოლიციის წარმომადგენლები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები მივიდნენ. მათ შეურაცყოფა მიაყენეს და კაბინეტში შესვლისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.