25, ნოემბერი 2019 17:29:00
პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ იტალიაში მართლაც იყო წასული, თუმცა მხოლოდ ერთი დღით და ისიც ოჯახთან ერთად. „როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველდღე და არანაირი პოლიტიკური შატალო არ ყოფილა“- განაცხადა მან იმედის ეთერში. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალაკვაძე თბილისის მერთან ერთად კომოს ტბაზე, ერთ–ერთი ბიზნესმენის დაბადების დღეზე წავიდა. მეორე დილით კი პარლამენტში საკუთარ კაბინეტში მიმართვა ჩაწერა და მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები, რის შემდეგად თალაკვაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ვიდეო, სადაც ფაქტობრივად ტყუილი თქვა სინამდვილეში ფეიკ ნიუსის უარსაყოფად ჩაწერა.