25, ნოემბერი 2019 20:40:00
აჭარის ტელევიზიის დირექტორი TV25-ის კითხვებს გაურბის. გიორგი კოხრეიძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ ინტერვიუს მხოლოდ საკუთარ მაუწყებელს მისცემს. ახალი ხელმძღფვანელი დღეიდან თანამშრომლებს ხვდება, თუმცა უცნობია რა ფორმატში და რა თემებზე ისაუბრებენ. დღესვე ცნობილი ხდება, რომ მაუწყებელს ზვიად ქორიძე და მარინა ვაშაყმაძე ტოვებენ. ქორიძე ორგანიზაციის მართვის მოდელზე, სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა, ხოლო ვაშაყმაძე დირექტორის კონსულტანტი იყო. ჩვენი ინფორმაციით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს.