25, ნოემბერი 2019 18:37:00
საქართველოში მასწავლებლის ანაზღაურება ეტაპობრივად იზრდება, თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც მიიჩნევს, რომ სკოლა „ფულის შოვნის“ ადგილი არაა და პედაგოგის შრომა ყოველთვის დაუფასებელი რჩება. თუმცა არის ქვეყნები, სადაც მასწავლებლობაში „ფულიც იშოვება“ და ისინი „დაფასებულებიც“ არიან
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) გვთავაზობს სიას იმ ქვეყნებისა, სადაც მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ. თანხა დოლარებშია მოცემული და მოიცავს სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო სკოლის ასაკის მასწავლებელთა წლიურ შემოსავალს საპენსიო ან ჯანმრთელობის დაზღვევის და საშემოსავლოს დაბეგვრის გარეშე.
- ლუქსემბურგი – 109 000 $
- გერმანია 74 000 $
- კანადა 67 000 $
- ნიდერლანდები 63 000$
- ავსტრალია -63 000$
- აშშ – 62 000$
- ირლანდია – 62 000$
- დანია – 57 206 $
- კორეა – 57 179 $
- იაპონია – 51 000$