03, მაისი 2017 17:01:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე მოტყუებით გაასაღა 12 ერთეული ყალბი 100 - ლარიანი კუპიურა, - საგამოძიებო სამსახურმა კი ყალბი ფული ამოიღო ნივთიერმტკიცებულების სახით. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.