26, ნოემბერი 2019 17:01:00
ისევ სპეცრაზმისა და მომიტინგეთა დარბევის ხარჯზე ჩატარებული პარლამენტის ბიუროს სხდომა. იმისთვის, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ოპოზიციისგან დაცარიელებულ პარლამენტში სხდომები ჩაეტარებინათ და საპარლამენტო უმრავლესობაში თანამდებობები გადაენაწილებინათ, მათ შორის იმ დეპუტატებისთვის რომლებმაც, პროპორციული არჩევნების შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ჩააგდეს, ხელისუფლებას წუხელ ისევ სპეცრაზმი და აქციის მონაწილეთა დაშლა დასჭირდა. ამ წუთებში კი თბილისში სიმშვიდეა. ქვეყნის მთავარ გამზირზე აქციის მონაწილეები რჩებიან. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში არსებობს ფორმატები და მზადყოფნა, აზრის დასაფიქსირებლად.