26, ნოემბერი 2019 21:26:00
და ახლა გაგაცნობთ ბიჭს, რომელმაც სკოლის დირექტორს სასწავლო პროცესიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, . განცხადება სწავლით გადაღლილმა 8 წლის გეგა წიტაიშვილმა დაწერა. წერილმა საზოგადოებაში პოზიციტიური გამოხმაურება და მედიის დაინტერესება გამოიწვია. დღეს გეგა პოპულარული ბიჭია და კამერების წინ 2 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე თამამად საუბრობს.
უცნაური განცხადება, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლები აალაპარაკა და მესამე კლასელი ბიჭი პოპულარი გახადა, 8 წლის გეგას ეკუთვნის. მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ სწავლით დაიღალა და წერილის დაწერაც გაბრაზებულმა ოჯახში კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით გადაწყვიტა. დედას სთხოვა, რომ განცხადების ფორმა ეჩვენებინა, რათა იგი სრულყოფილად შეედგინა:
სწავლა უყვარს, თუმცა ამბობს, რომ პროცესი ზოგჯერ მომაზრებელია. წყინს, რომ დიდი არ არის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება არ შეუძლია. ამბიციურია და ამბობს, რომ ყველგან და ყველაფერში პირველი უნდა იყოს.
გეგას დედა ჟურნალისტი ხატია იაშვილია. შვილის პოპულარობამ დედის საქმიანობა ბოლო რამდენიმე დღეა აშკარად „გადაფარა“. ბიჭის ამბიცია, რომ ყველგან და ყოველთვის პირველი იყოს, მშობლის თქმით, ამ შემთხვევაშიც გამოიკვეთა
ზეინაბ შავაძე გეგას დამრიგებელია. სასწავლო პროცესის გარდა მათ ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებთ. ამბობს, რომ გეგა პირველივე გაკვეთილიდან დაამახსოვრდა, როგორც გონიერი, ნიჭიერი, ენერგიული, თავისუფლების მოყვარული და ამბიციური ბიჭი. პედაგოგი 3 წლიანი ურთიერთობიდან საინტერესო მომენტებს იხსენებს:
ყველაზე ყოჩაღი სწავლაში ყველაზე ცუდი ყოფაქცევით- გეგას დღიურს მასწავლებლების შეფასებები მრავლად აქვს. ამბიციურ ბიჭს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. სურს დედას კვალს გაყვეს. ბიზნესმენობა უნდა. უარს არც ჟურნალისტობაზე ამბობს. მანამ სანამ პატარა გეგა პოპულარობა დიდ გეგმებს აწყობს, ჩვენ მასთან სელფის გადაღება მოვასწარით.