27, ნოემბერი 2019 00:10:00
"გუშინ ღამით ქობულეთში, თამარ მეფის N 68-ში მყოფი 2 ლეკვი გაიტაცეს და დღეს დილით მოიყვანეს, ერთს თავი ჰქონდა მოჭრილი და მეორე მოწამლული იყო" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
გაფრთხილება: ნაწამები ცხოველების კადრები იმდენად შემზარავია TV25.GE მისი გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.