03, მაისი 2017 20:03:00
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემა აღდგა. დღეს, 6 მაისის პარკში ჟურნალის პირველი და მეორე ნომრები წარადგინეს. ამჯერად განახლებული ფორმატით, ჟურნალი ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოიცემა. „ჭოროხი“ 1958 წელს დაარსდა, დაუფინასებლობის გამო კი 2016 წელს ჟურნალის გამოცემა შეწყდა. ერთი წლის განმავლობაში ჟურნალის გამოცემისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 8 400 ლარო გამოყო. ღონისძიებაზე ასევე ჟურნალის სხვადასხვა პერიოდის ნომრებიდან უნიკალური საარქივო მასალები გამოიფინა.