27, ნოემბერი 2019 14:37:00
, პანკისის ხეობაში დაპირისპირება მოხდა. არიან დაჭრილები, მათ შორის ერთი ადამიანი გარდაცვლილია. შელაპარაკება მოხდა ორ დაპისირპიებულ მხარეს შორის.
სოფელ საკობიანოსთან მომხდარი შემთხვევა მანამდე არსებული ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელებაა, ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევა ჰესების მშენებლობის საკითხს უკავშირდება. როგორც პანკისის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა ნიუპოსტს განუცხადა, მომხდარი, სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის, ადრე არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. ხანგოშვილის შემთხვევას ჰესების მშენებლობას არ უკავშირებს. ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
წყარო: newpost.ge