27, ნოემბერი 2019 20:33:00
მთელი ცხოვრება მცენარეების მოვლის პროცესში. ახლა კი გიჩვენებთ და მოგიყვებით გულნარა ქამადაძის ყოველდღიურობაზე, მებაღე ქალზე, რომელიც ქალაქის სილამაზეზე ზრუნავს
ამბობს, რომ მთელი ცხოვრება მცენარეების მოვლის პროცესშია. ქუჩაში მის მიერ დარგული ყვავილების მიმართ უდიერ მოპყრობას, როცა ხედავს სწყინს, თუმცა შენიშვნის მიცემისგან თავს ვერ იკავებს.
მებაღე გულნარა ქამადაძე „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში უკვე 8 წელია მუშაობს. იგი ახალსოფლის სანერგე-მეურნეობაში ყოველდღიურად მცენარეების მოვლით არის დაკავებული. დასვენების დღეებშიც აქ მოსვლის და ყვავილებთან ფუსფუსის სურვილი აქვს.
სამსახურის დაწყებამდეც მცენარეების მოვლით იყო დაკავებული. მის ბაღში ბევრნაირი ყვავილი ხარობს, თუმცა განსაკუთრებულად მონსტერა უყვარს. ამბობს, რომ სპეციფიური მოვლა ესაჭიროება. ყვავილმა, რომ გაიხაროს, სიყვარული უნდა აგრძნობინო და ესაუბრო.
აქ ყველა მცენარეებისადმი თბილი დამოკიდებულებით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. თვლიან, რომ თუ მცენარეს შესაბამისად არ მოეპყრობი თავისი სილამაზით არ გასიამოვნებს.
ახლა მცენარეები ქალაქის ქუჩებში დასარგავად მზადდება. მებაღეები ამბობს, რომ როცა ამ ყვავილებს ქუჩებში ხედავენ სიამაყით ივსებიან.