28, ნოემბერი 2019 17:11:00
პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულებულია. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო ჩაიკეტება მუდმივად, როდესაც დეპუტატები პარლამენტში შეკრებას გადაწყვეტენ. ამ დროისთვის, ქვეყნის მთავარ გამზირზე აქცია ჩვეულ რეჟიმში, გაშლილი კარვებით გრძელდება. სავარაუდოდ, დღეს სიტყვით გამოსვლებიც აღარ იგეგმება.