28, ნოემბერი 2019 17:27:00
ბათუმში, საახალწლო კონცერტებისათვის მზადება დაწყებულია. 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ბულვარის ტერიტორიაზე, ღონისძიებები ყოველდღიურად ჩატარდება, რომელიც ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანისთვის იქნება გათვალისწინებული. მასში მონაწილეობას ძირითადად ბათუმელი მომღერლები მიიღებენ. ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 340 ათასი ლარი დაიხარჯება.