04, მაისი 2017 20:12:00
11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაიკითხნენ. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ჩვენება გია აბულაძემ, რეზო ხარაზმა და გიორგი კირთაძემ მისცეს. ისინი აჭარის მთავარი სამმართველოს შენობაში, ადვოკატის გარეშე დაიკითხნენ. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ პროცედურები დაცული იყო. თითოეული მათგანი ჩვენებას დაახლოებით სამი საათის განმავლობაში აძლევდა, თუმცა გამოძიებას კონკრეტული შეკითხვები არ ჰქონია. საგამოძიებო ორგანოში დაკითხვას პარტიის კიდევ ერთი წევრი - ელგუჯა ბაგრატიონიც ელოდება. რეზო ხარაზი და ელგუჯა ბაგრატიონი ის პირები არიან, რომლებიც 11 მარტს დაწყებულ აქციებს ბათუმი პლაზასთან შეუერთდნენ, შემდგომ კი აჭარის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს.